Monday, November 29, 2021

ლექსიკონი

 

                                                      ლექსიკონი

პაპირუსი - ტროპიკული ლერწამი, რომლის ღეროებისაგან დამზადებულ საწერ მასალას იყენებდნენ ეგვიპტელები და სხვა ძველი ხალხები, მათ შორის ქართველებიც

პერფორმანსი - თანამედროვე ხელოვნების ფორმა, რომელიც ეფუძნება ხელოვანის მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ სივრცეში დროის კონკრეტულ მონაკვეთში მიმდინარე ქმედებას

პერგამენტი - განსაკუთრებული წესით დამუშავებული ხბოს, ბატკნის ან თიკნის ტყავი, იყენებდნენ საწერ მასალად ქაღალდის გამოგონებამდე

ქითაბხანა - წიგნსაცავი, არქივი, და წიგნების დამზადების ცენტრი

რეალიზმი - მიმდინარეობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში, რომელიც მიზნად ისახავს სინამდვილის ობიექტურად ასახვას

რეკონსტრუქცია - რაიმეს პირვანდელი სახის აღდგენა

სატირა - კომიკურის მკვეთრი გამოვლინება ხელოვნებაში დაცინვის გზით

სფუმატო - ფერწერულ ნაწარმოებში უკანა პლანზე გამოსახულების მკაფიო კონტურების ერთგვარი შერბილება, გაბუნდოვნება, რითაც სურათზე ნათლად გადმოიცემა სივრცის ეფექტი

სტიგმატები - ნიშანი, ჭრილობა, წყლული. მორწმუნეებს სტიგმატები მაცხოვრის იარების დარად უჩნდებოდათ სხეულზე ზუსტად იმ ადგილებზე (ხელებზე, ფეხებზე, ფერდზე) სადაც მას ჭრილობები ჰქონდა მიყენებული

მაკეტი - რაიმე ნაკეთობის ან ნაგებობის შემცირებული ზომის ნიმუში

ტერასა - ფერდობზე საფეხურებად განლაგებული პატარა მოედნები

კონტრასტი - მკვეთრი სხვაობა, დაპირისპირებულობა

ათლეტი - სპორტსმენი ძველ საბერძნეთში, რომელიც ათლეტიკას, ძალოსნობას მისდევს

ბატალური ფერწერა - საომარი მოქმედებების ამსახველი მხატვრობა

ბიუსტი - სკულპტურული პორტრეტი, რომელზეც წარმოდგენილია ადამიანის მხოლოდ თავი და  მხრები

დეკორატიული - დამამშვენებელი, შემამკობელი

დეტალი - მთელის ნაწილი

ამპანილე - შუა საუკუნეებისა და აღორძინების ხანის იტალიის არქიტექტურაში. ტაძართან მდგომი, ჩვეულებრივ, ოთხკუთხა (ზოგჯერ მრგვალი) სამრეკლო

კოლორიტი მხატვრობაში - ფერების შეხამება, თანწყობა, რაც სურათის მთლიანობას ქმნის

კვართი - ერთიანად ნაქსოვი, უნაკერო გრძელი სამოსელი

მემორიალი - ვისამე ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლი

მეთუნეობა - თიხის დამუსავება და მისგან ჭურჭლის წარმოება

მონოლითი - მთლიანი ქვის ლოდი, მთლიანი ქვისგან გამოთლილი საგანი

მოზაიკა - სურათი ან სახე, რომელიც შედგენილია ცემენტის ფენაზე დამაგრებული, ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი ფერადი კენჭების, ფერადი მინის და სხვა პატარ პატარა ნაჭრებისაგან. ასეთი სურათის, სახის სურათის შედგენის ხელოვნება

მღვიმე - ბუნებრივი გამოქვაბული

ტერაკოტა - გამომწვარი ფერადი თიხა

შტრიხი - ხაზი, რომელიც ხელის ერთი მოსმით იქმნება და რომელიც წარმოადგენს ნახატის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს

არმონია - სურათის ნაწილების, ფერების შეთანხმებულობა

აუტოდაფე - რელიგიური ცერემონიები, პროცესიები, ღვთისმსახურთა ქადაგებები, დამნაშავეთა განაჩენის საჯარო წაკითხვა და მისი აღსრულება

ანტიკური ხანა - პერიოდი რომელიც მოიცავს ძველბერძნულ და რომის კულტურებს. ძველი წ. XII  ს-დან  ახალი.წ.  IV ს-მდე.

პეტროგლიფი - გამოქვაბულის კედელზე ან კლდეზე ამოკვეთილი და არა დახატული. ცხოველების, ფრინველების, ტევზების, ადამიანების და სხვა გამოსახულებანი

ქტიტორი - ბერძნული სიტყვაა და დამფუძვნებელს ნიშნავს. ქტიტორი ის პიროვნებაა, რომლის ხარჯითაც შენდება, შეკეთდება ან ხელახლა ირთვება ეკლესია

კონდოტიერი - დაქირავებული რაზმის წინამძღოლი

ილუზია - სინამდვილის მცდარად აღქმა

ანტურაჟი - გარემო

ალეგორიული ფიგურები - ფიგურები, რომლებიც გამოხატავს რაიმე აზრს, იდეას, ცნებას

ინკრუსტაცია - რაიმე საგნის ზედაპირზე ჩაჭდევებული განსხვავებული  მასალის - ძვლის, სადაფის, ლითონის სამკაული. მაგ: ინკრუსტაციის მეთოდით კეთდებოდა ეგვიპტეში მუმიების თვალები

ლითოგრაფია - ბეწდური გრაფიკის ერთ-ერთი სახეობა, რომლის დროსაც ანაბეჭდს ქვის დაფიდან იღებენ. ბეჭდვის ამ ტექნოლოგიამ გააიოლა ანაბეჭდების მიღების პროცესი

მეანდრი - ორნამენტის სახეობა. წარმოადგენს ხვეულ ან ტეხილ ხაზს, მცირე აზიის ერთ-ერთი მდინარის მეანდრის სახელის მიხედვით

მეგაპოლისი - რამდენიმე ქალაქისა და დასახლებული პუნქტის ზრდის და ფაქტობრივი შერწყმისშედეგად წარმოქმნილი გიგანტური ქალაქი

პოსტერი - ნაბეჭდი პროდუქცია, რომელიც კედელზე დასამაგრებლად არის შექმნილი. პოსტერს ხშირად სარეკლამო ფენქცია აქვს. პოსტერი ეწოდება ასევე, მხატვრობის ცნობილი ნიმუშების რეპროდუქციებს

სტენსილი - ტრაფარეტის მეშვეობით გაკეთებული შავ-თეთრი გამოსახულება

ავთენტურობა - ნამდვილი, უეჭველი, უტყუარი, სინამდვილის შესაბამისი. იგულისხმება ხელოვნების ნიმუშის პირვანდელი სახე.

ანფასი/ფასი - პირდაპირ დანახული/ასახული ადამიანის სახე

არტეფაქტი - ადამიანის ხელით შექმნილი ნებისმიერი ობიექტი, მათ შორის ხელოვნების ნაწარმოები.

ბათქაში - კედლის, ტიხრის, ჭერის მოსაპირკეთებელი შრე, რომელსაც გლუვი ზედაპირის მისაღებად იყენებენ. შუა საუკუნეების ეკლესიებში სპეციალური ბათქაშით იფარებოდა მოსახატად განკუთვნილი კედლების ზედაპირი.

დიპტიქონი - ორკეცად აკინძულ-შეკრული დაფა ანუ საწერი ფიცარი

იკონოგრაფია - გარკვეული დროის განმავლობაში შემუშავებული წესები, რომლის მიხედვითაც იქმნება ქრისტიანული სიუჟეტები და წმინდანთა გამოსახულებები

კარიკატურა - სატირული ან იუმორისტული გამოსახულება, რომელშიც კომიკური ეფექტი შექმნილია რაიმე ნიშნის გაზვიადებით. გრაფიკის ერთ-ერთი ჟანრი, რომელიც სატირული და იუმორისტული ფორმით გამოსახავს კონკრეტულ ადამიანებს ან ადამიანთა ტიპებს, ასევე, სოციალურ,პოლიტიკურ და ყოფით მოვლენებს.

კესონები - მხატვრულად გაფორმებული კვადრატული ან მრავალკუთხოვანი ჩაღრმავება, რომლითაც ამკობენ ნეგებობის ჭერს, გუმბათს ან თაღებს.

იაროსკურო - იტალიური ტერმინი, რომელსაც იყენებენ სახვითი ხელოვნების ნიმუშზე ძლიერი შუქისა და ღრდილის საშუალებით სამგანზომილებიანი მოცულობითი ფორმისა და რეალური სივრცის აღსაწერად

ატაკომბა - ნიშნავს თხრილს, ქრისტიანთა დევნის ეპოქაში, ქრისტიანული სამლოცველო რომში

კუბიკულები - კატაკომბების კედლებში საგანგებოდ გამოკვეთილი ნიშები

მინიატურა - ხელნაწერი წიგნის შემამკობელი პატარა ზომის სურათი

მირაჟი - ოპტიკური მოვლენა ატმოსფეროში, რომლის დროსაც ჩანს საგნების მოჩვენებითი გამოსახულებები

ორანტა - ვედრების პოზა, როდესაც ფიგურა გამოსახულია განზე გაშლილი, მაღლა აწვდილი ხელებით, ხელისგულებით მნახველისაკენ. მოგვიანებით ეწოდა მავედრებელი ღვთისმშობლის ერთ-ერთ იკონოგრაფიულ ტიპს

ოფორტი - ღრმა გრავირების ხერხი, რომლის დროსაც ლითონის ფირფიტა იკაწრება საჭრისით, შემდეგ გაკაწრული ადგილები მჟავით მუშავდება, მომდევნო ეტაპზე კი საღებავით იფარება. ოფორტი ამჟამად გრავირებული ფირფიტიდან შესრულებულ ანაბეჭდს ეწოდება

                                                     

ტორსი - ადამიანის სხეული, ტანი (თავისა და ხელ-ფეხის გამოკლებით

მასშტაბი - ბუნებაში, გარემოში გაზომილი მონაკვეთების ქაღალდზე გამოხაზვის დროს შემცირების ზომაა. ყველაზე ხშირად გვხვდება კარტოგრაფიაში, გეოდეზიასა და პროექტირებაში

ხედვის წერტილი - მდებარეობს ჰორიზონტის ხაზზე, სივრცეში ყოველი საგანი ორი სახით წარმოგვიდგება აბსოლუტური-ანუ რეალური და რელატიური-ანუ ისეთი როგორსაც ვხედავთ დროის მოცემულ მომენტში

რაკურსი - ქვემოდან ზემოთ, ან ზემოდან ქვემოთ

 

 

 

 


No comments:

Post a Comment